აფეთქებას ლილოში მსხვერპლი მოჰყვა

აფეთქებას ლილოში მსხვერპლი მოჰყვა
ლილოს დასახლებაში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 65 წლამდე ასაკის ქალი, რომელმაც შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. სხვა დეტალების შესახებ, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. 
სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.