გახდება თუ არა საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი 2024 წელს - კალიურანდის განმარტება

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება კონსენსუსი და მე დღეს ამ კონსენსუსს ვერ ვხედავ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტარმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.„მინდა, რომ საქართველო გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება კონსენსუსი. მე დღეს ამ კონსენსუსს ვერ ვხედავ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საქართველომ უნდა გააგრძელოს მზადება ახლო ინტეგრაციისათვის. დიდი იმედი მაქვს, რომ მე შევძლებ შეგეგებოთ ევროკავშირში, თუმცა რამდენად მოხდება ეს 2024 წელს არ ვიცი“, - განაცხადა კალიურანდმა.

გახდება თუ არა საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი 2024 წელს - კალიურანდის განმარტება
„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება კონსენსუსი და მე დღეს ამ კონსენსუსს ვერ ვხედავ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.

აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტარმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„მინდა, რომ საქართველო გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება კონსენსუსი. მე დღეს ამ კონსენსუსს ვერ ვხედავ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საქართველომ უნდა გააგრძელოს მზადება ახლო ინტეგრაციისათვის. დიდი იმედი მაქვს, რომ მე შევძლებ შეგეგებოთ ევროკავშირში, თუმცა რამდენად მოხდება ეს 2024 წელს არ ვიცი“, - განაცხადა კალიურანდმა.