გიორგი გახარიას პარტიას თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება

საქართველოს ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება.როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, პარტიას აქვს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც თანმიმდევრულად მიჰყვებიან.ამასთან, მეზვრიშვილის განმარტებით, პარტია „საქართველოსთვის“ გამორიცხავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს."ფაქტია, რომ კალაძე საკმაოდ რეიტინგული კანდიდატია და მარტივი არ იქნება, მათ შორის ოპოზიციისთვის, კონკურენციის გაწევა, მაგრამ უკონკურენტო არავინაა. ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვეყოლება თბილისსა და რეგიონებში, საკმაოდ ღირსეული კანდიდატები და საკმაოდ ღირსეული კონკურენციას გავუწევთ, მათ შორის კახი კალაძესაც და ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილ სხვა კანდიდატებს.ჩვენ თავიდანვე მივიღეთ გადაწყვეტილება, ოპოზიციურ პარტიებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას არ ვაპირებთ. ჩვენ გვეყოლება თბილისსა და რეგიონებში ჩვენი კანდიდატები. ჩვენ უსაგნო დისკუსიებში დასაკარგი დრო არ გვაქვს, ამიტომ, გავედით უკვე რეგიონებში, სანამ ზოგიერთი პარტია მოლაპარაკებებით და დისკუსიებით არის დაკავებული, ჩვენ უკვე მოქმედებაზე ვართ გადასული და ამან კონკრეტული შედეგი უნდა გამოიღოს.განვლილ პერიოდს თუ გადავხედავთ, შეთანხმებების მიღწევა, შემდგომ უკვე, ბოლოსკენ, როცა მიდის საქმე, როგორ რთულდება ხოლმე, ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს. თავიდანვე, ჩვენ ამაში მონაწილეობა არ მიგვიღია, არც ვთვლით, რომ ჩვენ პარტიას სჭირდება ვინმესთან ალიანსი, მითუმეტეს „ნაციონალურ მოძრაობასთან,“ რომელსაც არც და ვერც განვიხილავთ.პარტია „საქართველოსთვის“ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, რომელსაც ძალიან თანმიმდევრულად მივყვებით. კარგი გაგებით, გახარიას პარტიის შემოსვლა პოლიტიკურ ველზე, მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ არა, მათ შორის სხვა პოლიტიკური პარტიებისთვისაც სერიოზული თავის ტკივილი გახდა, რაც ბუნებრივია, საკმაოდ სერიოზული ფიგურაა, რასაც ბოლო პერიოდის კვლევები ადასტურებს. ბუნებრივია, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული შიშები არსებობს.იმდენად მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება წინ, ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბედი, რომელიც დემოკრატიული გზით, პირდაპირ გზა არის ხელისუფლების შეცვლისა“, - განაცახდა ნათია მეზვრიშვილმა.

გიორგი გახარიას პარტიას თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება

საქართველოს ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება.

როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, პარტიას აქვს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც თანმიმდევრულად მიჰყვებიან.

ამასთან, მეზვრიშვილის განმარტებით, პარტია „საქართველოსთვის“ გამორიცხავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს.


"ფაქტია, რომ კალაძე საკმაოდ რეიტინგული კანდიდატია და მარტივი არ იქნება, მათ შორის ოპოზიციისთვის, კონკურენციის გაწევა, მაგრამ უკონკურენტო არავინაა. ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვეყოლება თბილისსა და რეგიონებში, საკმაოდ ღირსეული კანდიდატები და საკმაოდ ღირსეული კონკურენციას გავუწევთ, მათ შორის კახი კალაძესაც და ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილ სხვა კანდიდატებს.


ჩვენ თავიდანვე მივიღეთ გადაწყვეტილება, ოპოზიციურ პარტიებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას არ ვაპირებთ. ჩვენ გვეყოლება თბილისსა და რეგიონებში ჩვენი კანდიდატები. ჩვენ უსაგნო დისკუსიებში დასაკარგი დრო არ გვაქვს, ამიტომ, გავედით უკვე რეგიონებში, სანამ ზოგიერთი პარტია მოლაპარაკებებით და დისკუსიებით არის დაკავებული, ჩვენ უკვე მოქმედებაზე ვართ გადასული და ამან კონკრეტული შედეგი უნდა გამოიღოს.

განვლილ პერიოდს თუ გადავხედავთ, შეთანხმებების მიღწევა, შემდგომ უკვე, ბოლოსკენ, როცა მიდის საქმე, როგორ რთულდება ხოლმე, ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს. თავიდანვე, ჩვენ ამაში მონაწილეობა არ მიგვიღია, არც ვთვლით, რომ ჩვენ პარტიას სჭირდება ვინმესთან ალიანსი, მითუმეტეს „ნაციონალურ მოძრაობასთან,“ რომელსაც არც და ვერც განვიხილავთ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, რომელსაც ძალიან თანმიმდევრულად მივყვებით. კარგი გაგებით, გახარიას პარტიის შემოსვლა პოლიტიკურ ველზე, მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ არა, მათ შორის სხვა პოლიტიკური პარტიებისთვისაც სერიოზული თავის ტკივილი გახდა, რაც ბუნებრივია, საკმაოდ სერიოზული ფიგურაა, რასაც ბოლო პერიოდის კვლევები ადასტურებს. ბუნებრივია, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული შიშები არსებობს.

იმდენად მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება წინ, ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბედი, რომელიც დემოკრატიული გზით, პირდაპირ გზა არის ხელისუფლების შეცვლისა“, - განაცახდა ნათია მეზვრიშვილმა.