გიორგი მარგველაშვილის სიძეს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

გიორგი მარგველაშვილის სიძეს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ყოფილი პრეზიდენტის მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭკურს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ძალადობა, პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა ედებოდა. გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. 
"ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, შეკვეთილის დასახლებაში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფში“ მ.გ.-ს შელაპარაკება მოუვიდა გ.ბ.-სთან, რა დროსაც განაწყენებულმა მ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ფიზიკური ძალადობა განახორციელა გ.ბ.-ს მიმართ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მ.გ. 2020 წლის 19 ივლისს ქ.ბათუმში დააკავეს. დაკავებისას მ.გ.-მ წინააღმდეგობა გაუწია მის დასაკავებლად მისულ შსს -ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს პ.ხ.-ს, მ.გ.-ს, ს.ს.-ს და ზ.მ.-ს, რა დროსაც სახის არეში ზ.მ.-ს დაზიანება მიაყენა.
მ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა „MAKAPOB“ -ის მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღი და ხუთი ვაზნა, ასევე დიდი ოდენობით 0, 648 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, - აცხადებენ პროკურატურაში.