ეკლესია პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს - ნაცვლიშვილი მეუფე იაკობზე

„ეკლესია პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს“, - ასე ეხმაურება „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას. მისი თქმით, პოლიტიკაში ყოფნის უფლება ყველას აქვს, თუმცა სასურველია ყველამ ის საქმე აკეთოს, რაზეც პასუხისმგებლობა აქვს აღებული.„პოლიტიკაში შემოსვლის უფლება, სამართლებრივი თვალსაზრისით ცხადია, რომ აქვს ყველას. თუმცა, ვისურვებდი, რომ ყველამ ვაკეთოთ ის საქმე, რომელზეც პასუხისმგებლობა ავიღეთ. ერში ერმა და ბერში - ბერმა. პოლიტიკა უნდა იყოს თავისუფალი და სეკულარული და ასევე, ეკლესია უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. როცა ეს პრინციპი ირღვევა, ისტორიულადაც, როცა ირღვეოდა და ხდებოდა აღრევა ერისა და ბერის, მაშინ არც სახელმწიფო იგებდა ამით და არც ეკლესია“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ეკლესია პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს - ნაცვლიშვილი მეუფე იაკობზე
„ეკლესია პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს“, - ასე ეხმაურება „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას.

მისი თქმით, პოლიტიკაში ყოფნის უფლება ყველას აქვს, თუმცა სასურველია ყველამ ის საქმე აკეთოს, რაზეც პასუხისმგებლობა აქვს აღებული.

„პოლიტიკაში შემოსვლის უფლება, სამართლებრივი თვალსაზრისით ცხადია, რომ აქვს ყველას. თუმცა, ვისურვებდი, რომ ყველამ ვაკეთოთ ის საქმე, რომელზეც პასუხისმგებლობა ავიღეთ. ერში ერმა და ბერში - ბერმა. პოლიტიკა უნდა იყოს თავისუფალი და სეკულარული და ასევე, ეკლესია უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. როცა ეს პრინციპი ირღვევა, ისტორიულადაც, როცა ირღვეოდა და ხდებოდა აღრევა ერისა და ბერის, მაშინ არც სახელმწიფო იგებდა ამით და არც ეკლესია“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.