"ეს კანონპროექტი არის პირდაპირ კორუფციული" - იაგო ხვიჩია

პარლამენტში აზარტული თამაშების სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ. ისეთი კომპანიები, რომლებსაც სერვისის მიწოდებისთვის ნებართვის აღება ამ დრომდე არ სჭირდებოდათ და არც სალიცენზიო გადასახადს იხდიდნენ, ამიერიდან დაიბეგრებიან. „თქვენ გსურთ, გააკონტროლოთ სფერო, რომლის მიხედვითაც საქართველოში აფუძნებენ კომპანიას, მუშაობენ მხოლოდ უცხოელებზე და ემსახურებიან უცხოელ მოთამაშეებს. ანუ თქვენ ვერ იტყვით, რომ საქართველოს მოქალაქეებს იცავთ ლუდომანიისგან და ა.შ. თქვენი პასუხები არის სრულიად არადამაჯერებელი.მე მაინტერესებს, ამ დარბაზში ვინ კრიშავს კანონპროექტს? ეს არის ადამიანების მიერ სამსახურის დაკარგვის კანონპროექტი, შეიძლება ამას კრიშავდეს სხვა კონკურენტი კომპანია, მაგრამ ამ დარბაზში ვინ კრიშავს? ვინ არის ლობისტი? ეს კანონპროექტი არის პირდაპირ კორუფციული“, - მიმართა ხვიჩიამ მიხეილ დუნდუას.

"ეს კანონპროექტი არის პირდაპირ კორუფციული" - იაგო ხვიჩია

პარლამენტში აზარტული თამაშების სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ. ისეთი კომპანიები, რომლებსაც სერვისის მიწოდებისთვის ნებართვის აღება ამ დრომდე არ სჭირდებოდათ და არც სალიცენზიო გადასახადს იხდიდნენ, ამიერიდან დაიბეგრებიან.

„თქვენ გსურთ, გააკონტროლოთ სფერო, რომლის მიხედვითაც საქართველოში აფუძნებენ კომპანიას, მუშაობენ მხოლოდ უცხოელებზე და ემსახურებიან უცხოელ მოთამაშეებს. ანუ თქვენ ვერ იტყვით, რომ საქართველოს მოქალაქეებს იცავთ ლუდომანიისგან და ა.შ. თქვენი პასუხები არის სრულიად არადამაჯერებელი.

მე მაინტერესებს, ამ დარბაზში ვინ კრიშავს კანონპროექტს? ეს არის ადამიანების მიერ სამსახურის დაკარგვის კანონპროექტი, შეიძლება ამას კრიშავდეს სხვა კონკურენტი კომპანია, მაგრამ ამ დარბაზში ვინ კრიშავს? ვინ არის ლობისტი? ეს კანონპროექტი არის პირდაპირ კორუფციული“, - მიმართა ხვიჩიამ მიხეილ დუნდუას.