ვარლამ გოლეთიანი - პოლიცია პროვოცირებს, რომ დაპირისპირება მოხდეს

ცოტა ხნის წინ ვარლამ გოლეთიანი „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მოქალაქის დაკავებას გამოეხმაურა.მისი განცხადებით, პროვიცირებს პოლიცია და რთულია დაიჭიროს აქტივისტმა თავი რომ გადაცდომა და დაპირისპირება არ მოხდეს.„იმ დღეს უშუალოდ იყო დაპირისპირება პოლიციასა და ჩვენს თანამებრძოლებს შორის. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას პოლიციელმა, ამის შემდეგ მან მოიქნია ხელი. პირადად მე არ დამინახავს, მაგრამ, როგორც ამბობენ, მოხვდა პოლიციელს და რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ მას და ეძებდნენ.პროვიცირებს პოლიცია სახელისუფლებო მხარე, რომ მოხდეს დაპირისპირება და გარკვეულ გადაცდომებს ქონდეს ადგილი”, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.შეგახსენებთ, რომ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. ცოტა ხნის წინ შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ „დაკავებულმა მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს“.

ვარლამ გოლეთიანი - პოლიცია პროვოცირებს, რომ დაპირისპირება მოხდეს
ცოტა ხნის წინ ვარლამ გოლეთიანი „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მოქალაქის დაკავებას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, პროვიცირებს პოლიცია და რთულია დაიჭიროს აქტივისტმა თავი რომ გადაცდომა და დაპირისპირება არ მოხდეს.

„იმ დღეს უშუალოდ იყო დაპირისპირება პოლიციასა და ჩვენს თანამებრძოლებს შორის. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას პოლიციელმა, ამის შემდეგ მან მოიქნია ხელი. პირადად მე არ დამინახავს, მაგრამ, როგორც ამბობენ, მოხვდა პოლიციელს და რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ მას და ეძებდნენ.

პროვიცირებს პოლიცია სახელისუფლებო მხარე, რომ მოხდეს დაპირისპირება და გარკვეულ გადაცდომებს ქონდეს ადგილი”, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. ცოტა ხნის წინ შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ „დაკავებულმა მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს“.