ვაქცინა არ აქვეითებს, პირიქით იცავს მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციას - ზაალ კოკაია

შვედეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ კოკაია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ერთ-ერთ მაღალრეიტინგულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს და საზოგადოებას შეახსენებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რნმ ვაქცინით აცრა მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციას აქვეითებს, მხოლოდ მითია."როგორც ვიცი, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი თავს იკავებს ვაქცინაციისგან ანტივაქსერების მიერ მოგონილი კიდევ ერთი ლეგენდის გამო, რომელის თანახმადაც რნმ ვაქცინით (ფაიზერი და მოდერნა) აცრა აქვეითებს მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციას. სავარაუდოდ, ეს მითი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ თავად კოვიდ ინფექციამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მამაკაცის სასქესო უჯრედებზე.

ვაქცინა არ აქვეითებს, პირიქით იცავს მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციას - ზაალ კოკაია
ახლახანს, მაღალრეიტინგულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ თვალნათლივ აჩვენა, რომ მეორე აცრიდან 70 დღის შემდეგ მამაკაცებში სპარმატოზოიდების ანუ სასქესო უჯრედების რაოდენობა და მათი მოძრაობის უნარი არათუ დაქვეითებული, მცირედით მომატებულიც კი იყო. იმის გათვალისწინებით რომ ახალი სპარმატოზოიდების განახლების ციკლი უფრო ხანმოკლეა ვიდრე 70 დღე და თავად ვაქცინაციით წარმოქმნილი სპაიკ პროტეინები ძირითადად მოქმედებს ინექციის მიდამოში (მკლავში) და სისხლში ცირკულირებს მხოლოდ რამდენიმე დღე და თანაც ძალიან დაბალი კონცენტრაციით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინას არანაირი გავლენა არ აქვს მამაკაცის გამრავლების ფუნქციაზე,“- წერს ზაალ კოკაია და  საზოგადოებას შეახსენებს, რომ ვაქცინაცია იცავს ადამიანებს ამ ფუნქციის დაქვეითებისაგან.

„ვაქცინა არ ახდენს გავლენას მამაკაცის რეპროდიქციულ ფუნქციაზე. პირიქით, აცრა გიცავთ კოვიდ ინფექციიდან, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ამ ფუნქციის დაქვეითება,“- წერს კოკაია.