ვაშაძის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია მალე დაიხურება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გიორგი გახარიას თაოსნობით შექმნილი პარტია - „საქართველოსათვის“, ძალიან მალე დაიხურება.აღნიშნულის შესახებ გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და თქვა, რომ ოცნების ყოფილ პრემიერს დებატებში ნებისმიერ თემაზე გამოიწვევს.„დღეს ქვეყანაში არაფერი ხელმისაწვდომი არ არის, მე მაგალითად მინდა, რომ გავიკეთე ნებისმიერი ვაქცინა, მაგრამ ვერ ვახერხებ. გახარია თვითონ არ იყო პრემიერ-მინისტრი და არ უნდა ეზრუნა ამაზე?! ვისაუბროთ კოვიდფონდზე და გამქრალ მილიარდებზე, ვის ეტყობა დღეს საქართველოში მილიარდები, რომელიც ვალად აიღო ქვეყანამ. მინდა საუბარი 20 ივნისზე მან, რაც არ უნდა უწოდოს მეორე მხარის მოქმედებას, დათვის ტყვია, რომ ადამიანს არ უნდა ესროლო ეს ხომ ცხადია. ეს პარტია მალე დაიხურება, რადგან გახარია მიხვდება, რომ ეს არაა მისი საქმე“, - განაცხადა ვაშაძემ.ცნობისთვის, დღეს გიორგი ვაშაძემ გადამდგარი პრემიერი, გიორგი გახარია სატელევიზიო დებატებში გამოიწვია.

ვაშაძის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია მალე დაიხურება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გიორგი გახარიას თაოსნობით შექმნილი პარტია - „საქართველოსათვის“, ძალიან მალე დაიხურება.

აღნიშნულის შესახებ გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და თქვა, რომ ოცნების ყოფილ პრემიერს დებატებში ნებისმიერ თემაზე გამოიწვევს.

„დღეს ქვეყანაში არაფერი ხელმისაწვდომი არ არის, მე მაგალითად მინდა, რომ გავიკეთე ნებისმიერი ვაქცინა, მაგრამ ვერ ვახერხებ. გახარია თვითონ არ იყო პრემიერ-მინისტრი და არ უნდა ეზრუნა ამაზე?! ვისაუბროთ კოვიდფონდზე და გამქრალ მილიარდებზე, ვის ეტყობა დღეს საქართველოში მილიარდები, რომელიც ვალად აიღო ქვეყანამ. მინდა საუბარი 20 ივნისზე მან, რაც არ უნდა უწოდოს მეორე მხარის მოქმედებას, დათვის ტყვია, რომ ადამიანს არ უნდა ესროლო ეს ხომ ცხადია. ეს პარტია მალე დაიხურება, რადგან გახარია მიხვდება, რომ ეს არაა მისი საქმე“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს გიორგი ვაშაძემ გადამდგარი პრემიერი, გიორგი გახარია სატელევიზიო დებატებში გამოიწვია.