ვრცელდება თუ არა კორონავირუსი საცურაო აუზიდან? - კვლევა

ვრცელდება თუ არა კორონავირუსი საცურაო აუზიდან? - ლონდონის იმპერიის კოლეჯი კვლევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ვრცელდება თუ არა კორონავირუსი საცურაო აუზიდან? - კვლევა
როგორც კვლევის შედეგად დადგინდა, საცურაო აუზის წყალში ვირუსის ინაქტივირება 30 წამში ხდება.

კვლევები Swim England-მა Water Babies-თან ერთობლივად ჩაატარა. ექსპერიმენტის ავტორები შედეგებით კმაყოფილები არიან.
ერთ ლიტრ წყალზე 1,5 მგ ქლორის დამატება კორონავირუსის გავრცელების ალბათობას 1000-ჯერ ამცირებს და ის 30 წამის შემდეგ ქრება. ექსპერიმენტის ავტორებმა ვირუსი ქლორიან წყალში სპეციალურად გაუშვეს და დაადგინეს, რომ ის ვერ გადარჩა.

კვლევის მონაწილეთა განცხადებით, სწორი მოქმედების შემთხვევაში საცურაო აუზები იქ მისული ადამიანებისთვის სრულიად უსაფრთხო ადგილს წარმოადგენს.