ზაალ უდუმაშვილი - პოლიტიკაში ეკლესიის ჩარევა ყოვლად მიუღებელია

„პოლიტიკაში ეკლესიის ჩარევა ყოვლად მიუღებელია”, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ხელისუფლებაში ვინ მოვა, ამას ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს.„ვინ მოვა ხელისუფლებაში ამას წყვეტს ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობა. პოლიტიკაში ეკლესიის ჩარევა ყოვლად მიუღებელია მით უმეტეს, როდესაც უმაღლესი სასულიერო პირისგან გვესმის, რომ თურმე პოლიტიკური პარტია უნდა შექმნას. დღეს ჩვენ მოვისმინეთ აშკარა მუქარა მეუფე იაკობისგან, რომ შეიძლება ხალხმა იარაღი აიღოს ხელში კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ”,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.შეგახსენებთ, რომ დღეს ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა.

ზაალ უდუმაშვილი - პოლიტიკაში ეკლესიის ჩარევა ყოვლად მიუღებელია
„პოლიტიკაში ეკლესიის ჩარევა ყოვლად მიუღებელია”, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებაში ვინ მოვა, ამას ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს.

„ვინ მოვა ხელისუფლებაში ამას წყვეტს ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობა. პოლიტიკაში ეკლესიის ჩარევა ყოვლად მიუღებელია მით უმეტეს, როდესაც უმაღლესი სასულიერო პირისგან გვესმის, რომ თურმე პოლიტიკური პარტია უნდა შექმნას. დღეს ჩვენ მოვისმინეთ აშკარა მუქარა მეუფე იაკობისგან, რომ შეიძლება ხალხმა იარაღი აიღოს ხელში კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ”,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა.