თუ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება უნდა, ანაფორა გაიახადოს - ელისაშვილი მეუფე იაკობზე

„თუ ვინმეს უნდა პოლიტიკური განცხადებების კეთება, პოლიტიკური საქმიანობა, მაშინ გაიხადოს ანაფორა და არავინ უშლის არც რჯულის კანონი და არც კონსტიტუცია" , - ასე გამოუეხმაურა „მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას. ელისაშვილის შეფასებით, სასულიერო პირები პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. „ეპისკოპოსები თუ საპატრიარქოს წარმომადგენლები, პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. თუ ვინმეს უნდა პოლიტიკური განცხადებების კეთება, პოლიტიკური საქმიანობა, მაშინ გაიხადოს ანაფორა და არავინ უშლის არც რჯულის კანონი და არც კონსტიტუცია, ჩაიცვან პიჯაკი, გაიკეთონ ჰალსტუხი და ჩაერთონ აქტიურ პოლიტიკაში. ჩემთვის არც სასიამოვნოა და მეტიც მიუღებელია, როდესაც მაღალი სასულიერო პირები აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს" , - განაცხადა ელისაშვილმა.

თუ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება უნდა, ანაფორა გაიახადოს - ელისაშვილი მეუფე იაკობზე
„თუ ვინმეს უნდა პოლიტიკური განცხადებების კეთება, პოლიტიკური საქმიანობა, მაშინ გაიხადოს ანაფორა და არავინ უშლის არც რჯულის კანონი და არც კონსტიტუცია" , - ასე გამოუეხმაურა „მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას.

ელისაშვილის შეფასებით, სასულიერო პირები პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ.

„ეპისკოპოსები თუ საპატრიარქოს წარმომადგენლები, პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. თუ ვინმეს უნდა პოლიტიკური განცხადებების კეთება, პოლიტიკური საქმიანობა, მაშინ გაიხადოს ანაფორა და არავინ უშლის არც რჯულის კანონი და არც კონსტიტუცია, ჩაიცვან პიჯაკი, გაიკეთონ ჰალსტუხი და ჩაერთონ აქტიურ პოლიტიკაში. ჩემთვის არც სასიამოვნოა და მეტიც მიუღებელია, როდესაც მაღალი სასულიერო პირები აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს" , - განაცხადა ელისაშვილმა.