ივნისში ტურისტული ვიზიტები, წლიურ ჭრილში, 287%-ით გაიზარდა

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები მაისში წლიური 188.1%-იანი ზრდის შემდეგ, ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 286.8%-ით გაიზარდა. კვლევას TBC კაპიტალი ავრცელებს.დოკუმენტის თანახმად, მკვეთრად მაღალი წლიური ზრდის ტემპი ძირითადად 2020 წლის შესაბამის პერიოდში დაბალ საბაზო ეფექტს ასახავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში 2019-თან შედარებითაც აღდგენა შეინიშნება. 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, მაისში 83.1%-იანი კლების შემდეგ, ტურისტული ვიზიტები ივნისში 79.8%-ით შემცირდა.ანგარიშის მიხედვით, რეგიონულ ჭრილში 2021 წლის ივნისში 2019 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა, მაისში 88.5%-იანი შემცირების შემდეგ, ივნისში უფრო ნაკლებად, 81.9%-ით შემცირდა. ამასთან, აღდგენის დინამიკა შეინიშნება დსთ-ს ქვეყნებიდანაც. მაისში -88.1%- ის შემდეგ, ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 84.5%-ით შემცირდა. ტურისტული შემოსავლების ჭრილში, სავარაუდოა, რომ აღდგენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო.

ივნისში ტურისტული ვიზიტები, წლიურ ჭრილში, 287%-ით გაიზარდა

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები მაისში წლიური 188.1%-იანი ზრდის შემდეგ, ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 286.8%-ით გაიზარდა.

კვლევას TBC კაპიტალი ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, მკვეთრად მაღალი წლიური ზრდის ტემპი ძირითადად 2020 წლის შესაბამის პერიოდში დაბალ საბაზო ეფექტს ასახავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში 2019-თან შედარებითაც აღდგენა შეინიშნება. 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, მაისში 83.1%-იანი კლების შემდეგ, ტურისტული ვიზიტები ივნისში 79.8%-ით შემცირდა.

ანგარიშის მიხედვით, რეგიონულ ჭრილში 2021 წლის ივნისში 2019 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა, მაისში 88.5%-იანი შემცირების შემდეგ, ივნისში უფრო ნაკლებად, 81.9%-ით შემცირდა. ამასთან, აღდგენის დინამიკა შეინიშნება დსთ-ს ქვეყნებიდანაც. მაისში -88.1%- ის შემდეგ, ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 84.5%-ით შემცირდა. ტურისტული შემოსავლების ჭრილში, სავარაუდოა, რომ აღდგენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო.