ივნის-ივლისში სინოვაკით აცრილს სექტემბერში დაცვა ექნება თითქმის განულებული - გიორგი ფხაკაძე

"სინოვაკით სრულად აცრილი ადამიანი ანტისხეულებსა და დაცვას 50%-ით კარგავს ყოველ 40 დღეში," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე. ფხაკაძის თქმით, აუცილებელია, შემოდგომიდან სინოვაკით აცრილებმა ბუსტერი, მესამე დოზა მოითხოვოს ფაიზერი, იმიტომ რომ ივნის-ივლისში სინოვაკით აცრილს სექტემბერში დაცვა ექნება თითქმის განულებული.

ივნის-ივლისში სინოვაკით აცრილს სექტემბერში დაცვა ექნება თითქმის განულებული - გიორგი ფხაკაძე
"სინოვაკით გამომუშავებული ანტისხეულები ყოველ 40 დღეში ნახევრდება!
სინოვაკით სრულად აცრილი ადამიანი ანტისხეულებსა და დაცვას 50%-ით კარგავს ყოველ 40 დღეში!
ორიგინალი შტამის მიმართ ეფექტურობა 60%-70% შეადგენს, მაგრამ ალფა და დელტა ვარიანტებზე პასუხი არ არის!

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დაცვის დონე 40 წლის ზემოთ ძალიან დაბალი იყო და სინოვაკი შედარებით ეფექტურია 40 წლის ქვემოთ. ასაკოვან ადამიანებში ის ნაკლებად ეფექტურია. 
დასკვნა:  ზაფხულში სინოვაკმა თავისი საქმე გააკეთა (ივნსიდან დელტა არ იყო ძაან გავრცელებული), მაგრამ შემოდგომიდან სინოვაკით აცრილებმა ბუსტერი, მესამე დოზა უნდა მოვითხოვოთ (ფაიზერი), იმიტომ რომ ივნის-ივლისში სინოვაკით აცრილს სექტემბერში დაცვა ექნება თითქმის განულებული. 
აუცილებელია ფაიზერის მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს სინოვაკით სრულად აცრილებისთვის აცრიდან 3 თვის შემდეგ (ბაჰრეინის და სხვების მაგსლითზე უნდა ვისწავლოთ)". - წერს ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.