ლევან პირველი მიიჩნევს, რომ გახარია და მელია რეალურად არჩევნებითვის გათვლილი პროექტებია

ლევან პირველი მიიჩნევს, რომ გახარია და მელია რეალურად არჩევნებითვის გათვლილი პროექტებია

პარლამენტის ყოფილი წევრი ლევან პირველი რადიო "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში, მალხაზ გულაშვილის გადაცემაში "რეალური პოლიტიკა" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს. ლევან პირველი, ერთის მხრივ, ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პოლიტიკურ ლიდერად წარმოჩენას, მეორეს მხრივ, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმიანება.

ლევან პირველის შეფასებით, ეს ყველაფერი არის პროექტები, რომლებსაც ქვეყნის გადარჩენა და მით უმეტეს, განვითარება არ შეუძლია.

"ეს ყველაფერი ჰგავს პროექტებს, რომლებიც რეალურად ერთი არჩევნებისთვის იქმნება. აღარ შეიძლება პროექტები, ყველაფერი რეალური და ნამდვილი უნდა იყოს. სწორედ ამის გამო იწყება ის უბედურება, რაშიც რეალურად აღმოვჩნდით. ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ, ერთ კონკრეტულ პროექტზე, რომ ვიღაცამ წაიღოს ხმები, თუ მართლა რაღაც ძვრების მოხდენაზე ამ ქვეყანაში," - აცხადებს ლევან პირველი. 

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ენმ-ის თავმჯდომარის პოსტი გრიგოლ ვაშაძემ დატოვა, მისი ადგილი ნიკა მელიამ დაიკავა. საზოგადოების ნაწილი მელიას ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერად აფასებს. პოლიტიკურ ლიდერად აფასებენ ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიასაც, რომელი თანამდებობის დატოვების შემდეგ პოლიტიკაში საკუთარი პარტიით აპირებს  დაბრუნებას.