"მითების დეტექტორმა" ლექსო ლაშქარავას შესახებ ყალბი ინფორმაცია გამოავლინა

22 ივლისს “მითების დეტექტორმა” ტვ “პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას შესახებ ყალბი ინფორმაცია გამოავლინა. ინფორმაციას, თითქოს ტელეკომპანია "ფორმულამ" ლექსო ლაშქარავას ფოტო გააყალბა და მას სახეზე დაზიანებები ფოტოშოპით დაუმატა, ერთი მხრივ, სახელისუფლებო მედია “მარშალპრესი”, “პოსტვ” და სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდები, ხოლო მეორე მხრივ კრემლთან დაკავშირებული ლევან ვასაძის ექსტრემისტული პარტია “ერის” მედია პლატფორმა "ალტ-ინფო", ასევე ანტი-ლიბერალური “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი გიორგი გიგაური ავრცელებდა. ფეისბუკზე ამ დეზინფორმაციის ყალბად მონიშვნის შემდეგ “მითების დეტექტორმა” მასალის გავრცელების კოორდინირებული სქემა შეისწავლა.

"მითების დეტექტორმა" ლექსო ლაშქარავას შესახებ ყალბი ინფორმაცია გამოავლინა

22 ივლისს “მითების დეტექტორმა” ტვ “პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას შესახებ ყალბი ინფორმაცია გამოავლინა.

ინფორმაციას, თითქოს ტელეკომპანია "ფორმულამ" ლექსო ლაშქარავას ფოტო გააყალბა და მას სახეზე დაზიანებები ფოტოშოპით დაუმატა, ერთი მხრივ, სახელისუფლებო მედია “მარშალპრესი”, “პოსტვ” და სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდები, ხოლო მეორე მხრივ კრემლთან დაკავშირებული ლევან ვასაძის ექსტრემისტული პარტია “ერის” მედია პლატფორმა "ალტ-ინფო", ასევე ანტი-ლიბერალური “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი გიორგი გიგაური ავრცელებდა.

ფეისბუკზე ამ დეზინფორმაციის ყალბად მონიშვნის შემდეგ “მითების დეტექტორმა” მასალის გავრცელების კოორდინირებული სქემა შეისწავლა.