ოპოზიცია და NGO-ები კუჭავასგან ქალ დეპუტატებზე ძალადობასთან დაკავშირებით რეაგირებას ითხოვენ

ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ და ქალ დეპუტატებზე ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით რეაგირებას ითხოვენ.18 ივლისს პლენარულ დარბაზში განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და NGO-ების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ყველა, ვინც პარლამენტის ქალი წევრების მიმართ ძალა გამოიყენა, უნდა დაისაჯოს. დეპუტატი თამარ კორძაიას თქმით, მომხდარზე რეაგირება აუცილებელია."მსგავსი ქმედება ფეხქვეშ თელავს ყველა იმ რეფორმას ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომელიც პარლამენტს მიუღია. 18 ივლისს კაცებმა პარლამენტში გვითხრეს, რომ თუ ქალის საუბარი და მისი გამოხატვის მანერა არ მოსწონთ, შეუძლიათ ფიზიკურად გააჩერონ ის. ბატონო კახა გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი პოზიცია და იმოქმედოთ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, რათა პასუხი გავცეთ პარლამენტის მოძალადე წევრ მამაკაცებს", - თქვა კორძაიამ. 18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურს მოსმენა იგეგმებოდა. თუმცა, ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და ბანერები გაშალეს, რომელზეც გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული. წარწერით - "დაისაჯონ მოძალადეები!", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" პლენარულ სხდომათა დარბაზში ბანერები გადმოფინეს მედიის წარმომადგენლებმაც.ოპოზიციის პერფორმანსმა ქართული ოცნების დეპუტატები გააღიზიანა. ნაციონალური მოძრაობის წევრი ნონა მამულაშვილი, რომელიც მაგიდაზე საპროტესტო პლაკატით ხელში ავიდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ მაგიდიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა. მოგვიანებით, უმრავლესობის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას პლაკატი წაართვა, სადაც ეწერა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს. ამის შემდეგ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლას ცდილობდა, თუმცა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.წყარო:formula

ოპოზიცია და NGO-ები კუჭავასგან ქალ დეპუტატებზე ძალადობასთან დაკავშირებით რეაგირებას ითხოვენ

ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ და ქალ დეპუტატებზე ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით რეაგირებას ითხოვენ.

18 ივლისს პლენარულ დარბაზში განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და NGO-ების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ყველა, ვინც პარლამენტის ქალი წევრების მიმართ ძალა გამოიყენა, უნდა დაისაჯოს.

დეპუტატი თამარ კორძაიას თქმით, მომხდარზე რეაგირება აუცილებელია.

"მსგავსი ქმედება ფეხქვეშ თელავს ყველა იმ რეფორმას ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომელიც პარლამენტს მიუღია. 18 ივლისს კაცებმა პარლამენტში გვითხრეს, რომ თუ ქალის საუბარი და მისი გამოხატვის მანერა არ მოსწონთ, შეუძლიათ ფიზიკურად გააჩერონ ის. ბატონო კახა გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი პოზიცია და იმოქმედოთ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, რათა პასუხი გავცეთ პარლამენტის მოძალადე წევრ მამაკაცებს", - თქვა კორძაიამ.

18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურს მოსმენა იგეგმებოდა. თუმცა, ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და ბანერები გაშალეს, რომელზეც გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული.

წარწერით - "დაისაჯონ მოძალადეები!", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" პლენარულ სხდომათა დარბაზში ბანერები გადმოფინეს მედიის წარმომადგენლებმაც.

ოპოზიციის პერფორმანსმა ქართული ოცნების დეპუტატები გააღიზიანა. ნაციონალური მოძრაობის წევრი ნონა მამულაშვილი, რომელიც მაგიდაზე საპროტესტო პლაკატით ხელში ავიდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ მაგიდიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა.

მოგვიანებით, უმრავლესობის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას პლაკატი წაართვა, სადაც ეწერა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს. ამის შემდეგ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლას ცდილობდა, თუმცა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

წყარო:formula