რა გაიაფდა პანდემიის პერიოდში?

მსოფლიოში პანდემიის პერიოდში ტანსაცმელი გაიაფდა, რაც ძირითადად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლით არის განპირობებული.ანალიტიკოსების თქმით, მამაკაცის ტანისამოსი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 7.25%-ით არის გაიაფებული, ხოლო ქალის ტანსაცმლის ფასმა 5.9%-ით იკლო.პანდემიის გამო შემცირდა სატრანსპორტო გადაადგილებაც, რის გამოც, ტრანსპორტირების ღირებულებამ მსოფლიოში 2.9%-ით იკლო.სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება წელს 1.8%-ით იაფია, ვიდრე პანდემიამდელ პერიოდში იყო.კიდევ ერთი რამ, რაც პანდემიის პერიოდში გაიაფდა შინაური ცხოველების შეძენაა (-1.8%). ხოლო მათი მოვლა პატრონობისათვის საჭირო სერვისების ღირებულებამ 3.8%-ით იკლო.პანდემიის პერიოდში გაიზარდა მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებაზე. ანალიტიკოსების თქმით, აშშ-ში სამედიცინო მედიკამენტების, მოსახურებისა და სხვა სერვისების ღირებულება 2.3%-ით არის შემცირებული. ხოლო, პრეპარატების ღირებულება, რომელიც რეცეპტით გაიცემა 2.9%-ით არის გაიაფებული. სამედიცინო აღჭურვილობის ფასებმა კი 5.8%-ით იკლო.

რა გაიაფდა პანდემიის პერიოდში?

მსოფლიოში პანდემიის პერიოდში ტანსაცმელი გაიაფდა, რაც ძირითადად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლით არის განპირობებული.

ანალიტიკოსების თქმით, მამაკაცის ტანისამოსი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 7.25%-ით არის გაიაფებული, ხოლო ქალის ტანსაცმლის ფასმა 5.9%-ით იკლო.

პანდემიის გამო შემცირდა სატრანსპორტო გადაადგილებაც, რის გამოც, ტრანსპორტირების ღირებულებამ მსოფლიოში 2.9%-ით იკლო.

სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება წელს 1.8%-ით იაფია, ვიდრე პანდემიამდელ პერიოდში იყო.

კიდევ ერთი რამ, რაც პანდემიის პერიოდში გაიაფდა შინაური ცხოველების შეძენაა (-1.8%). ხოლო მათი მოვლა პატრონობისათვის საჭირო სერვისების ღირებულებამ 3.8%-ით იკლო.

პანდემიის პერიოდში გაიზარდა მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებაზე. ანალიტიკოსების თქმით, აშშ-ში სამედიცინო მედიკამენტების, მოსახურებისა და სხვა სერვისების ღირებულება 2.3%-ით არის შემცირებული. ხოლო, პრეპარატების ღირებულება, რომელიც რეცეპტით გაიცემა 2.9%-ით არის გაიაფებული. სამედიცინო აღჭურვილობის ფასებმა კი 5.8%-ით იკლო.