რეგიონიდან ჩამოსულ მასწავლებელს გამოცდაზე გზის არცოდნის გამო დააგვიანდა

რეგიონიდან ჩამოსულ მასწავლებელს გამოცდაზე გზის არცოდნის გამო დააგვიანდა. 133-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მასწავლებლების პროფესიული უნარების გამოცდაზე გამოცდაზე ერთ-ერთი აპლიკანტი 10 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა.

რეგიონიდან ჩამოსულ მასწავლებელს გამოცდაზე გზის არცოდნის გამო დააგვიანდა
,,ტაქსს გამოვყევით უკან შვილის მანქანით, რადგან გზა არ ვიცოდით. საცობები იყო და ტაქსმა სხვადასხვა გზებით იარა, ჩვენც მას მივყვებოდით და ამის მიუხედავად მაინც დამაგვიანდა”, – განაცხადა დაგვიანებულმა აპლიკანტმა.

მასწავლებელი საგამოცდო ცენტრის შიდა ტერიტორიაზეც არ შეუშვეს, მას კართან ადმინისტრატორი გაესაუბრა და აუხსნა, რომ რადგან ტესტები უკვე გახსნილია და გამოსაცდელებს მუშაობა დაწყებული აქვთ, მისი გამოცდაზე დაშვება ვეღარ მოხერხდებოდა.

ეროვნულ გამოცდებში მასწავლებლები დღეს ჩაერთვნენ. ჯამში მასწავლებლის გამოცდებს 28 ათასზე მეტი ადამიანი აბარებს.