საბანკო სისტემამ შეძლო ბუფერების შენარჩუნება Covid-19-ის შოკთან გასამკლავებლად - გვენეტაძე

საბანკო სისტემამ შეძლო ბუფერების შენარჩუნება Covid-19-ის შოკთან გასამკლავებლად - გვენეტაძე

საბანკო სისტემამ შეძლო ბუფერების შენარჩუნება Covid-19-ის შოკთან გასამკლავებლად - გვენეტაძე
ლალს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა.
სსფ-ის მისიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად, საქართველოს კარგ სამსახურს უწევს.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მისია ცალსახად უჭერს მხარს ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ ზომებსა და გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკი სათანადოდ არის კონცენტრირებული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევაზე. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საბანკო სისტემამ შეძლო ადეკვატური ბუფერების შენარჩუნება Covid-19-ის შოკთან გასამკლავებლად, რაც კრიზისამდე არსებული საზედამხედველო რეჟიმის ეფექტურობას ასახავს. სამომავლოდაც მნიშვნელოვანი იქნება პროაქტიული მიდგომების გატარება, ისე რომ საზედამხედველო პოლიტიკამ დააბალანსოს, ერთი მხრივ, ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის მხარდაჭერა და მეორე მხრივ, სათანადოდ მართოს აქტივების ხარისხი", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ერთობლივ ვიდეოკონფერენციაზე.