საშიშროება სერიოზულია, ამას გააჩერებს ორი რამე - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ძალიან დამძიმდა და ეს ყველამ უნდა გაითავისოს.როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, არსებული სიტუაციიდან ორი გამოსავალი არსებობს, ესაა - წესების დაცვა და ვაქცინაცია.  "საშიშროება სერიოზულია, ეპიდსიტუაცია უარესდება და ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში. დღეს და გუშინდელი მონაცემები დაახლოებით იმეორებს ის, რაც მასის პიკზე გვქონდა და რაც ნოემბრის დასაწყისში. ამას გააჩერებს ორი რამე: დაცვა წესების, რომ ცოტახანი თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, დიდ თავშეყრებზე, დიდ კონცერტებზე და ა,შ. და ავიცრათ ყველა", - ამბობს ამირან გამყრელიძე.

საშიშროება სერიოზულია,  ამას გააჩერებს ორი რამე - ამირან გამყრელიძე
შეგახსენებთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში 2415 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი. მედიკოსები საქართველოში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობენ და მოსახლეობას დროულად აცრასა და უსაფრთხოების წესების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებენ.