„ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის სატელეფონო რეგისტრაცია დაემატება

„ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის სატელეფონო რეგისტრაცია დაემატება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა და დასძინა, რომ სატელეფონო რეგისტრაცია „სინოვაკზე“ და „სინოფარმზე“ უკვე დამატებულია. ამასთან, გაბუნიამ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის რეგისტრაციისთვის საიტზე შეფერხება დაფიქსირდა, სერიოზული მუშაობა ჩატარდა და აქვთ მოლოდინი, რომ რეგისტრაციის დროს საიტი სრულად გამართული იქნება. „ფაიზერის“ რეგისტრაციის პროცესი მალე განახლდება, განახლდება დიდი დოზებით. ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება შესაძლებლობა, რომ მოგახსენოთ, როდის გვექნება დიდი დოზების გახსნის შესაძლებლობა, რომ კიდევ თავიდან არ შეიქმნას შეზღუდული რეგისტრაციის შესაძლებლობა.

„ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის სატელეფონო რეგისტრაცია დაემატება
საიტი გაიმართა, სერიოზული მუშაობა ჩატარდა მას შემდეგ, რაც ხარვეზები დაფიქსირდა და მოლოდინი ტექნიკურ ჯგუფს იმის, რომ საიტი იქნება სრულად გამართული და აღარ იქნება შეფერხებები, აქვს საკმაოდ მაღალი.
 
სატელეფონო რეგისტრაცია აუცილებლად დაემატება. დღეს სატელეფონო რეგისტრაცია „სინოვაკზე“ და „სინოფარმზე“ არის დამატებული, „ფაიზერზე“ არა, რადგან დოზები იყო შეზღუდული. როცა დიდი დოზები იქნება, აქაც დაემატება.“  - განაცხადა გაბუნიამ.