(ფოტო)საქართველო მოხვდა "Financial Times- ის" სტატიაში - რა ინფორმაციას ავრცელებს ზაზა წერეთელი?

„საქართველო მოხვდა Financial Times სტატიაში!!! სტატია ეხება სიტუაციას იმ ქვეყნებში სადაც აცრების დაბალი მოცვის გამო, დელტა შტამი სწრაფად იკიდებს ფეხს და მეტად არასასურველი გამოსავალით ემუქრება ქვეყნებს,”- ამ ინფორმაციას ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.

ზაზა წერეთელი წერს, რომ ვაქცინაციის მაღალი მოცვის მქონე ქვეყნებში კოვიდ19-ით გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად შემცირებულია, მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კვლავ მატულობს.

 „გაერთიანებულ სამეფოში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე ორჯერადადაა აცრილია , სიკვდილიანობა-შემთხვევათა კოეფიციენტი დაეცა დაახლოებით ერთი გარდაცვლილი 50-დან ზამთრის ტალღისას , ერთი გარდაცვლილი 750-დან . მიუხედავად გაერთიანებული სამეფოს ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელი 40,000-ზე მეტია - ეს მაჩვენებელი რომ ვაქცინების მიღებამდე დღეში 800 ადამიანი იღუპებოდა - დღეისთვის არის მხოლოდ 50 ადამიანია.

ამის საპირისპიროდ, ნამიბია, მოსახლეობის მხოლოდ 1,2 პროცენტით ვაქცინირებული, აღრიცხავს ერთ სიკვდილს ყოველ 22 შემთხვევაში. ნამიბიის დღიური მაჩვენებელი 28 კაციანი სიკვდილიანობა 1 მლნ ადამიანზე ყველაზე მაღალია მსოფლიოში, და ბევრად აღემატება პიკ – დონის დონეს, რომელიც დაფიქსირებულია დიდ ბრიტანეთში და იტალიაში. იქვე ხაზგასმულია რომ სიტუაცია იმ ქვეყნებში ამძაფრებს ისეც რომ დაბალ ვაქცინაციასთან ერთად , არ ხდება სოციალური დისტანციის თუ სხვა ღონისძიებების დაცვაცო...აი ასეთი ამბებია,“- წერს ზაზა წერეთელი.