„ქართულმა ოცნებამ” ორ ტელეკომპანიასთან ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

„ქართულმა ოცნებამ” ორ ტელეკომპანიასთან ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.საუბარია ორ ტელეკომპანიაზე - „მთავარი არხსა” და „ტვ პირველზე”. „რადგან შემოთავაზება იყო ორი ტელეკომპანიის მხრიდან ეს იყო ტელეკომპანია „მთავარი არხი” და „ტვ პირველი”, რომლებმაც შემოვვთავაზეს, რომ იქნებოდა ჩვენთვის კონკრეტული ფორმატები სადაც შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ ველაპარაკოთ მოსახლეობას მათ საჭიროებებზე, იმაზე რაც მათ აინტერესებთ და არ იქნება უსაგნო კინკლაობა და ჩხუბი. ამ ფორმატებზე ჩვენ ვაცხადებთ თანხმობას. ეს იქნება ჩვენთვის შესაძლებლობა იმისა, რომ ველაპარაკოთ აბსოლიტურად ყველას. ხელისუფლება არის ყველასი”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ” ორ ტელეკომპანიასთან ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
„ქართულმა ოცნებამ” ორ ტელეკომპანიასთან ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

საუბარია ორ ტელეკომპანიაზე - „მთავარი არხსა” და „ტვ პირველზე”.

„რადგან შემოთავაზება იყო ორი ტელეკომპანიის მხრიდან ეს იყო ტელეკომპანია „მთავარი არხი” და „ტვ პირველი”, რომლებმაც შემოვვთავაზეს, რომ იქნებოდა ჩვენთვის კონკრეტული ფორმატები სადაც შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ ველაპარაკოთ მოსახლეობას მათ საჭიროებებზე, იმაზე რაც მათ აინტერესებთ და არ იქნება უსაგნო კინკლაობა და ჩხუბი. ამ ფორმატებზე ჩვენ ვაცხადებთ თანხმობას. ეს იქნება ჩვენთვის შესაძლებლობა იმისა, რომ ველაპარაკოთ აბსოლიტურად ყველას. ხელისუფლება არის ყველასი”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.