3-თვიანი მკურნალობის შემდეგ ქუთაისში 84 წლის კაცი კოვიდისგან გამოჯანმრთელდა

3-თვიანი მკურნალობის შემდეგ ქუთაისში 84 წლის მამაკაცი კოვიდისგან გამოჯანმრთელდა. მამაკაცი ზესტაფონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია. ის კლინიკაში 24 მაისს, დადასტურებული კოვიდინფექციით შეიყვანეს. პაციენტს ფილტვის ქსოვილის 95 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. მას ასევე აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

3-თვიანი მკურნალობის შემდეგ ქუთაისში 84 წლის კაცი კოვიდისგან გამოჯანმრთელდა
სამთვიანი მკურნალობის შემდეგ კი ის გამოჯანმრთელდა და სახლში გაეწერა. ინფორმაციას "კლინიკა ბომონდი“ ავრცელებს.